საგრანტო კონკურსის ეტაპები ცნობილია - განათლების მინისტრის ბრძანება 
11-10-2026

სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის დებულება აწესრიგებს კონკურსის გამართვის, საგრანტო პროექტის შეფასების, გრანტის გაცემისა და საგრანტო ხელშეკრულების განხორციელების მონიტორინგის წესს.

კონკურსის ეტაპებია:

ა) კონკურსის გამოცხადება;

ბ) პროექტების ანოტაციების ფონდში წარდგენა;

გ) პროექტის ანოტაციების განხილვა საგრანტო განაცხადების განმხილველი სახელმწიფო სამეცნიერო საბჭოს მიერ;

დ) შეფასების მეორე ეტაპზე გადასული პროექტების სრული დოკუმენტაციის ფონდში წარდგენა;

ე) შეფასების მეორე ეტაპზე გადასული პროექტების შეფასება დამოუკიდებელ ექსპერტთა/ექსპერტთა ჯგუფ(ებ)ის მეშვეობით;

ვ) დამოუკიდებელ ექსპერტთა/ექსპერტთა ჯგუფ(ებ)ის შეფასების საფუძველზე შერჩეული დასაფინანსებელი პროექტების გენერალური დირექტორის მიერ დამტკიცება;

ზ) დასაფინანსებლად შერჩეულ პროექტებში მონაწილე წამყვან და თანამონაწილე ორგანიზაციებთან და ძირითად პერსონალთან საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმება.

სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურისის დებულება

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203