
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანზომლეთის საჯარო სკოლაში აფასებენ და პატივს სცემენ პედაგოგთა შრომას და მათ ღვაწლს მომავალი თაობების აღზრდა-განათლებაში.
5 ოქტომბერს მსოფლიომ მასწავლებლის საერთაშორისო დღე აღნიშნა. ამ მნიშვნელოვან თარიღს აქტიურად გამოეხმაურნენ ვანზომლეთის საჯარო სკოლაში.
მოსწავლეებმა პროფესიული დღესასწაული ღვაწლმოსილ მასწავლებელს მიულოცეს. მოსწავლეები ამაგდარ პედაგოგს სახლში ესტუმრნენ, ყვავილები მიართვეს და დიდხანს სიცოცხლე და ბედნიერი დღეების სიმრავლე უსურვეს.
ვანზომლეთის საჯარო სკოლის დირექცია ყველა პედაგოგს ულოცავს პროფესიულ დღეს.
იხილეთ ფოტოები: