
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანზომლეთის საჯარო სკოლაში ახალი თაობის მიღება განსაკუთრებით ახარებთ.
მცირეკონტიგენტიან სკოლაში წელს სამი პირველკლასელისთვის დაირეკა პირველი ზარი.
სკოლაში მათ განსაკუთრებულად ელოდნენ და საგანგებო დახვედრაც მოუწყვეს.
საზეიმოდ მორთულმა სასკოლო სივრცემ და პედაგოგთა გულთბილმა მიღებამ მოსწავლეებს ლამაზი ემოციები აჩუქა.
პატარებს საკლასო ოთახში მზრუნველი და მოსიყვარულე პედაგოგი შეუძღვა და ბავშვებს საიტერესო საგანმანათლებლო თავგადასავალს დაჰპირდა.
„ჩვენო პირველკლასელებო - ლუკა, ბარბარე, თემო - კეთილი იყოს თქვენი მობრძანება“,- აღნიშნავენ სკოლაში და ყველაფერს აკეთებენ, რომ მომავალ თაობას ხარისხიანი განათლება და მათ ინტერესებზე მორგებული სასწავლო გარემო შესთავაზონ.
იხილეთ ფოტოები: