ჯვარცხმის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სოხუმის დაცემის დღე ღონისძიებით გაიხსნეს
13-10-2026

ნოდარ დუმბაძის სახელობის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარცხმის საჯარო სკოლაში სკოლაში საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ყველზე ტრაგიკული დღე - 1993 წლის 27 სექტემბერი გაიხსენეს.

საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრამ პედაგოგ მ. უნგიაძის ხელმძღვანელობით, ტრადიციულად აღნიშნა, სოხუმის დაცემის დღე -  დღე სევდის, ტკივილისა და ამავდროულად, დიდი იმედის.

ღონისძიებაზე კიდევ ერთხელ გაიხსენეს და გაიაზრეს ამ თარიღის ისტორიული მნიშვნელობა. წარადგინეს თემატური პრეზენტაციები ომის მონაწილე ჩოხატაურელი გმირების შესახებ.

ღონისძიების მიზანი იყო აფხაზეთის ტრაგიკული ისტორიის გახსენება, დაღუპულთა ხსოვნის პატივისცემა და ახალგაზრდა თაობაში სამშობლოს სიყვარულისა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გაძლიერება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203