
ნოდარ დუმბაძის სახელობის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარცხმის საჯარო სკოლაში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, შესაბამისად, მათი ჩართულობა სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებებში წახალისებულია.
რაღა თქმა უნდა, სკოლაში აქტიურად აღინიშნა ევროპის სასკოლო სპორტის დღე (ESSD).
სკოლა ტრადიციულად შეუერთდა ევროპის სასკოლო სპორტის დღისადმი მიძღვნილ, საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ინიციატივით, გამართულ ღონისძიებებს.
სპორტულ აქტივობებში დიდი ენთუზიაზმით ჩაერთო სკოლის თითოეული კლასი და მოსწავლე.
• დაწყებითი საფეხურზე პატარებმა ენერგიული და „მხიარული სტარტებით“, ასევე გონებრივი ჭადრაკის ტურნირით გაილამაზეს დღე;
• საბაზო და საშუალო საფეხურზე კი უფროსკლასელებმა სპორტული აზარტი მინი-ფეხბურთის მატჩებში გამოავლინეს.
სკოლაში ახარებთ მოსწავლეთა აქტიურობა და მადლობას უხდიან თითოეულ მონაწილეს, ორგანიზატორსა და გულშემატკივარს ასეთი ენერგიული და პოზიტიური დღის შექმნისთვის.
იხილეთ ფოტოები: