„გაკვეთილის დაგეგმვისას პირველ რიგში ვფიქრობ მოსწავლეთა მოტივაციაზე“ - კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციანი
09-10-2026

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კორხის საჯარო სკოლაში დირექტორი გალია ირიციანი მოსწავლეთა ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებულ სასწავლო პროცესს უზრუნველყოფს. მისი თქმით, სწავლა სიხარულად მაშინ იქცევა, როდესაც მასწავლებელს მოსწავლის ესმის და მისი საჭიროებების გათვალისწინებას ცდილობს.

მისი ხედვით, წარმატებულია გაკვეთილი, როდესაც დასახული მიზანი მიღწეულია, მოსწავლეებს კი ახალი ცოდნის მიღება უხარიათ.

თავად სასწავლო პროცესში თანამედროვე მეთოდებსა და დიდაქტიკურ მიდგომებს იყენებს, რათა მოსწავლეებს სწავლის მოტივაცია აუმაღლოს. მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ბავშვებმა არა მხოლოდ გაიგონ ახალი მასალა, არამედ შეძლონ მისი გააზრებაც.

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციანი გვიზიარებს.

- სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია...

- მოსწავლის და მასწავლებლის მზაობა.

- გაკვეთილის დაგეგმვისას პირველ რიგში ვფიქრობ...

- მოსწავლის მოტივაციაზე, კლასის მართვასა და გაკვეთილის გაგება-გააზრებაზე.

- გაკვეთილი მაშინ არის წარმატებული, როდესაც...

- შედეგი მიღწეულია.

- ჩემი იდეალური გაკვეთილი იწყება...

- მზაობით.

- მოსწავლეებში ინტერესის გასაღვიძებლად ვიყენებ...

- თანამედროვე მეთოდებს და დიდაქტიკას.

- მოსწავლეს ყველაზე მეტად უხარია, როდესაც...

- მოტივაცია მაღალია და გაკვეთილი, ახალი მასალა გაგებულია.

- სწავლა ნამდვილ სიხარულად იქცევა, როდესაც...

- მათი გესმის, თანაუგრძნობ და ყველაფერს აკეთებ მისცე ის, რაც წლების განმავლობაში აგროვე ცოდნის სახით.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203