
ნარგიზ ხორგუანი მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მაზერის საჯარო სკოლასა და მომავალი თაობების აღზრდა განათლებას 51 წელია ღირსეულად ემსახურება. აქედან 22 წელი ხელმძღვანელის პოზიციაზე. პროფესიულ გზას მხოლოდ პედაგოგის ამპლუაში გააგრძელებს და ქვეყანას კიდევ ართაერთ ღირსეულ და წამატებულ თაობას აღუზრდის.
სასკოლო საზოგადოებამ მას საგანმანათლებლო სფეროში მოღვაწეობის 51 წლისთავი დიდი სიყვარულითა და პატივისცემით მიულოცა.
„51 წელი… ერთი ადამიანის ცხოვრება, ერთი სკოლის ისტორია და უამრავი თაობის მოგონება.
ადამიანი, 51 წლის განმავლობაში ერთგულად ემსახურებოდა სკოლას, ბავშვებს, განათლებას და საკუთარ საქმეს
ამ წლების განმავლობაში ის მხოლოდ სკოლის დირექტორი არ ყოფილა ის იყო ადამიანების დამრიგებელი, მხარდამჭერი, მეგობარი და ის ადამიანი, რომლისთვისაც სკოლა მეორე სახლად იქცა.
51 წელი არის ათასობით მოსწავლე, უამრავი მასწავლებელი, ასობით დაუვიწყარი დღე, სიხარული, გამოწვევა, გამარჯვება და უთვალავი ისტორია.
რამდენი თაობა გაიზარდა მის თვალწინ… რამდენი მოსწავლის ცხოვრებაში დატოვა თავისი კვალი ეს ალბათ ყველაზე დიდი ჯილდოა
51 წელი…
ხანდახან მგონია, ეს ერთი ადამიანის სამსახურისთვის წარმოუდგენლად დიდი დროა. მაგრამ როცა შენს ცხოვრებას ვუყურებთ, ვხვდებით, რომ შენთვის ეს უბრალოდ სამსახური არასოდეს ყოფილა.
ეს იყო შენი ცხოვრების ნაწილი.
შენი მეორე სახლი.
შენი ყოველდღიურობა.
შენი პასუხისმგებლობა და, უპირველეს ყოვლისა, შენი ადამიანების სიყვარული.
51 წლის განმავლობაში რამდენ ადამიანს გაუწოდე ხელი…
რამდენს დაეხმარე ჩუმად, ისე, რომ ამის შესახებ არავის უთქვამს.
რამდენ ადამიანს დაუდექი გვერდით მაშინ, როცა მათ ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდათ.
კეთილ საქმეს ფასი იმიტომ არ აქვს, რომ ვინმემ მადლობა გადაგიხადა.
კეთილი საქმე ფასობს იმიტომ, რომ შენ ის გულით გაგიკეთებიათ.
დრო და ცხოვრება თავისთავად აჩვენებს ადამიანის ნამოქმედარს.
ადამიანის ყველაზე დიდი ჯილდო ის სიყვარული და პატივისცემაა, რომელსაც წლების შემდეგ მის მიმართ გამოხატავენ. და დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ადამიანმა თავისი 51 წლიანი შრომით სწორედ ეს დაიმსახურა.
უდიდესი მადლობა ჩვენს პედკოლექტივს ამხელა სიყვარულისთვის და დაფასებისთვის!
თქვენ კი დღეს შეგიძლია ამაყად თქვათ:
„მე ჩემი საქმე გავაკეთე.
მე ჩემი ადამიანობა არ დამიკარგავს.
მე ჩემი 51 წელი ღირსეულად ვიცხოვრე.“
და ეს არის ყველაზე დიდი გამარჯვება და ჯილდო ცხოვრებაში თქვენ ამ 51 წლის განმავლობაში, ყველაფრის მიუხედავად, ადამიანად დარჩი.
შენ შენი კვალი დატოვე.
შენ შენი სიტყვა თქვი.
შენ შენი საქმე გააკეთე“, - ვკითხულობთ ოჯახისა და სასკოლო საზოგადოების სახელით გავრცელებულ წერილში.
იხილეთ ფოტოები: