„გვახარებს თქვენი წარმატებები ... წინ მწვერვალებისკენ ჩვენო საამაყო ბავშვებო!“ - ნაკრის საჯარო სკოლის დირექტორის გულთბილი მილოცვა კურსდამთავრებულებს
12-10-2026

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკრის საჯარო სკოლა მოსწავლეებს ხარისხიან და სიღმისეულ განათლებას აძლევს, რაც კურსდამთავრებულთა წარმატებაზე აისახება. 

2026 წლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და უმაღლეს სასწავლებლებში სასურველ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხნენ. 

  1. გიორგი გვარმიანი - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი- ბიზნეს ადმინისტრირება;
  2. ლიზი გვარმიანი - საქართველოს უნივერსიტეტი ფსიქოლოგია;
  3. თამუნა დადეშქელიანი - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი - კომპიუტერული ტექნოლოგიები და ხელოვნური ინტელექტი;
  4. ნიკოლოზ ვიბლიანი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი;
  5. ნინი ვიბლიანი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი - კომპიუტერული ინჟინერია;
  6. ეთერი ცინდელიანი - საპატრიარქოს უნივერსიტეტი - საერთაშორისო ურთიერთობები.

სკოლის დირექტორი სპარტაკ გვარმიანი და პედაგოგები ახალგაზრდებს გულმხურვალედ გულშემატკივრობდნენ, დღეს კი ხარობენ მოსწავლეთა წარმატებით და ახლა უკვე სტუდენტებს პროფესიების წარმატებით დაუფლებასა და წარმატებულ და ნათელ მომავალს უსურვებენ. 

„ვამაყობთ და გვახარებს თქვენი წარმატებები, უკვე შეაღეთ ცოდნის უმაღლესი მწვერვალის კარი, ჩვენი მხრიდან ყველაფერი გაკეთდა, რომ თქვენ მიგეღოთ განათლება და წარმატებით ჩაგებარებინათ უმაღლეს სასწავლებელში. მახარებს, რომ პირველი დიდი ნაბიჯი ცხოვრების ახალ ეტაპზე უკვე გადადგით და დარწმუნებული ვარ წინ ივლით, მიაღწევთ დასახულ მიზნებს და გაგვახარებთ თქვენი წარმატებებით, ჩვენ კი მთელი სასკოლო საზოგადოება მუდამ თქვენს გვერდში ვიქნებით და ვიამაყებთ თქვენით. წინ მწვერვალებისკენ ჩვენო საამაყო ბავშვებო!“,- აღნიშნავს დირექტორი და ყოველთვის კურსდამთარებულთა დიდი გულშემატივრად და მხარდამჭერად რჩება. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203