დაბა მესტიის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები ბიოლოგიას სახალისო ცდებით სწავლობენ 
09-10-2026

დაბა მესტიის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები საბუნებისმეტყველო საგნებს ექსპერიმენტებითა და საინტერესო პრაქტიკული სამუშაოების საშუალებით სწავლობენ, რაც მათ ცოდნის ცხოვრებასთან დაკავშირებაში ეხმარება და სასწავლო პროცესს შემეცნებით თავგადასავლად აქცევს.

აღსანიშნავია, X კლასში ჩატარებული საინტერესო ბიოლოგიის გაკვეთილი, მოსწავლეებმა ექსპერიმენტით შეისწავლეს რა გავლენას ახდენს გარემო პირობების ცვლილება ცილის სტრუქტურაზე. 

ექსპერიმენტისთვის კი გამოიყენეს 3 ც კვერცხი, 200 მლ.ცხელი წყალი, ლიმონის წვენი 3 გამჭირვალე ჭიქა.  მოსწავლეებმა ცდა ჩაატარეს და დაადგინეს როგორ იცვლება ცილის გამჭირვალობა II და III ჭიქაში.

პრაქტიკული სამუშაო ბავშვებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა. გარდა იმისა, რომ მოსწავლეებმა თემა სიღრმისეულად გაიაზრეს, სასწავლო პროცესმა კი მათ სიხარული მოუტანა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203