
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარ-სგურიშის საჯარო სკოლაში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება.
ახლახან, ყარ-სგურიშის საჯარო სკოლაში სპორტის მასწავლებლის - ლაშა ჩხეტიანის ხელმძღვანელობით, გაიმართა სპორტულ-გასართობი შეჯიბრი - „მხიარული სტარტები“.
დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეებისგან დაკომპლექტდა ორი გუნდი - „მგლები“ და „ლომები“.
ბავშვები ერთმანეთს სხვადასხვა სპორტულ თამაშში შეეჯიბრნენ, იაქტიურეს და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.
გამარჯვება მოიპოვა გუნდმა - „მგლები“.
„შეჯიბრმა მხიარულად ჩაიარა“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა მონდომება.
იხილეთ ფოტოები: