
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ გორისის საჯარო სკოლის მე-2 კლასელებისთვის მათემატიკა სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისოა. მათემატიკის სამყაროში პატარებს მეგზურობას პედაგოგი ია შეყლაშვილი უწევს, რომელიც ბავშვებს საგანს გასაგებად და სიღმისეულად უხსნის და სასწავლო მოტივაციის ასამაღლებმად მოწაფეებს სახალისო აქტივობებით ანებივრებს.
ეს ყველაფერი კი, რა თქმა უნდა, მოსწავლეთა სასწავლო შემართებაზე აისახება. მე-2 კლასელები დიდი მონდომებით ეუფლებიან მათემატიკას და სიყოჩაღით პედაგოგის გულს ახარებენ.
გორისის საჯარო სკოლა ერთ-ერთი გაკვეთილის ამსახველ ვიდეოკადრებს გვიზიარებს.
„მე და ჩემი პატარები, მეორე კლასის პროგრამის ასათვისებლად მზად ვართ“,- აღნიშნავს პედაგოგი და ახარებს მოსწავლეთა მონდომება.
იხილეთ ვიდეო: