ბურნაშეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მასწავლებლის საერთაშორისო დღეს ღონისძიება მიუძღვნეს
09-10-2026

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბურნაშეთის საჯარო სკოლაში მასწავლებლის პროფესია პატივცემულია, მათი შრომა და ამაგი კი დაფასებული. 

5 ოქტომბერს მსოფლიოში მასწავლებლის საერთაშორისო დღე აღინიშნა. ამ მნიშვნელოვან თარიღს აქტიურად გამოეხმაურნენ ბურნაშეთის საჯარო სკოლის X-XII კლასების მოსწავლეები. მათ პედაგოგებს ლამაზი ღონისძიება მიუძღვნეს და მასწავლებლებს პროფესიული დღესასწაული დიდი სიყვარულითა მიულოცეს. 

ღონისძიება მოიცავდა მრავალფეროვან პროგრამას და საყვარელი მასწავლებლებისადმი პატივისცემის გამოხატვასა და მათი ღვაწლის აღნიშვნას ემსახურებოდა.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203