თხინვალის საჯარო სკოლაში ენების ევროპული დღე მრავალფეროვანი, შემეცნებითი აქტივობებით აღინიშნა
09-10-2026

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თხინვალის საჯარო სკოლაში ენების ევროპულ დღეს საინტერესო საგანმანათლებლო ღონისძიებით გამოეხმაურნენ. 

26 სექტემბერს, უცხო ენების პედაგოგების სოფიო ცერცვაძის და შორენა ხიმერიკის ორგანიზებით, შემეცნებითი და მრავალფეროვანი აქტივობები მოეწყო. 

მოსწავლეებმა, მასწავლებლებთან ერთად ისაუბრეს ამ დღის მნიშვნელობაზე, წარმოადგინეს პრეზენტაციები და თემასთაც დაკავშირებით პლაკატიც დაამზადეს. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გააცნობიერეს ენობრივი და კულტურული მრავალფეროვნება, წარმოაჩინეს თავიანთი ცოდნა და ენთუზიაზმი შემეცნებით თამაშებსა და პრეზენტაციებში.

„დიდი მადლობა მოსწავლეებს და პედაგოგებს ამ ლამაზი დღის შექმნისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში და აქტივობების ამსახველ ფოტოებს გვიზაირებენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203