თბილისის N28 საჯარო სკოლაში, „ღირებულებითი განათლების“ ფარგლებში, თეატრალური წარმოდგენა გაიმართა
09-10-2026

თბილისის N28 საჯარო სკოლაში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს საპატრიარქოს ერთობლივ ინიციატივის ფარგლებში, პროექტი - „ღირებულებითი განათლება“ ხორციელდება. 

პროექტის ფარგლებში, სკოლაში ღირებულებითი განათლების კლუბი მუშაობს, სადაც კვირაში ერთხელ ტარდება არაფორმალური აქტივობები და შეხვედრები. 

ახლახან, სკოლაში პროექტის ფარგლებში გაიმართა, სპექტაკლი „ქეთევანი“, რომელიც წარმოადგინეს რუსთაველის თეატრის მსახიობებმა.

სპექტაკლმა მოსწავლეები კიდევ ერთხელ დააფიქრა სამშობლოს სიყვარულზე, ერთგულებაზე, ღირსებასა და თავდადებაზე.

როგორც სკოლაში აღნიშავენ, მსახიობების პროფესიონალურმა შესრულებამ წარმოდგენას განსაკუთრებული ემოციური დატვირთვა შესძინა.

„მოსწავლეებისთვის ეს იყო საინტერესო, და შემეცნებითი“,- დასძენენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203