„ვულოცავთ, ამ განსაკუთრებულ დღეს!“- თბილისის N108 სკოლის პროფესიაზე შეყვარებული პედაგოგები და გულთბილი მილოცვა მასწავლებლებს
09-10-2026

თბილისის N108 საჯარო სკოლაში მასწავლებლის პროფესია დაფასებული და პატივცემულია. საკუთარ პროფესიაზე შეყვარებული პედაგოგები კი გულანთებული ემსახურებიან მომავალი თაობების აღზრდა-განათლებას და ლომის წილი შეაქვთ განათლებული საზოგადოების ფორმირებაში. 

27 ოქტომბერს, დიდი ქართველი პედაგოგის იაკობ გოგებაშვილის დაბედების დღეს საქართველოში მასწავლებლის ეროვნული დღე აღინიშნება. ამ დღის აღნიშვნის ტრადიციას 2023 წელს მთავრობის დადგენილებით ჩაეყარა საფუძველი და მე-3 წელია პედაგოგების შრომისა და ღვაწლის დაფასებით აღინიშნება. 

„მასწავლებლობა მხოლოდ პროფესია არ არის… ეს არის პასუხისმგებლობა, სიყვარული და მოთმინება.

ერთი კეთილი სიტყვა, ერთი რწმენით ნათქვამი ფრაზა, ერთი მხარდაჭერა შეიძლება ბავშვის ცხოვრებაში სამუდამოდ დარჩეს.

ვულოცავ, ყველა მასწავლებელს ამ განსაკუთრებულ დღეს! გისურვებთ ძალას, სიყვარულს, მადლიერ მოსწავლეებს და უამრავ ბედნიერ წუთს, რომელიც კიდევ ერთხელ დაგარწმუნებთ, რომ მასწავლებლობა ნამდვილად დიდი ბედნიერებაა.

გილოცავთ, მასწავლებლის ეროვნულ დღეს! თქვენ ქმნით მომავალს!“,- აღნიშნავენ სკოლაში და ქვეყნის საკეთილდღეო საქმეს დიდი სიყვარულით ემსახურებიან. 

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203