„სწავლა ნამდვილ სიხარულად იქცევა, როდესაც მოსწავლე ცოდნას არა მხოლოდ იძენს, არამედ თვითონ აღმოაჩენს“ - ქუთაისის N4 სკოლის პედაგოგი ქეთევან კობეშავიძე
09-10-2026

ქუთაისის N4 საჯარო სკოლის წამყვანი მასწავლებელი ქეთევან კობეშავიძე სასწავლო პროცესს წინასწარი დაგეგმვითა და სასწავლო მიზნების მკაფიოდ განსაზღვრით იწყებს. მისი თქმით, წარმატებული გაკვეთილი სწორად შერჩეულ მეთოდებსა და მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებულ აქტივობებს გულისხმობს, რომელიც მოსწავლეებისთვის საინტერესო და სახალისოა. 

როგორი უნდა იყოს წარმატებული გაკვეთილი, რა მნიშვნელობა აქვს მოსწავლეთა ჩართულობასა და წახალისებას და როდის იქცევა სწავლა ნამდვილ სიხარულად? ამ და სხვა საკითხებზე საკუთარ ხედვას ქუთაისის N4 საჯარო სკოლის წამყვანი მასწავლებელი ქეთევან კობეშავიძე გვიზიარებს. 

- სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია...

- სასწავლო პროცესის დაგეგმვა და სასწავლო მიზნების მკაფიოდ განსაზღვრა.

- გაკვეთილის დაგეგმვისას პირველ რიგში ვფიქრობ...

- მისაღწევ შედეგზე, მეთოდებსა და ინსტრუმენტებზე, რომლებიც დამეხმარება საინტერესო და ნაყოფიერი გაკვეთილის ჩატარებაში.

- გაკვეთილი მაშინ არის წარმატებული, როდესაც...

- იგი მოსწავლეებისთვის არ არის მოსაწყენი და უინტერესო და ისინი აქტიურად არინ ჩართული საგაკვეთილო პროცესში.

- ჩემი იდეალური გაკვეთილი იწყება...

- კარგად დასმული კითხვით და სრულდება განცდით, რომ მოსწავლემ დღეს რაღაც მნიშვნელოვანი თავად აღმოაჩინა.

- მოსწავლეებში ინტერესის გასაღვიძებლად ვიყენებ...

- სხვადასხვა საინტერესო და მრავალფეროვან რესურსებს, აქტივობებს,რომლებიც მათ ეხმარება იმაში, რომ სასწავლო პროცესი მათთვის გახდეს სასიამოვნო და საინტერესო.

- მოსწავლეს ყველაზე მეტად უხარია, როდესაც...

- შექება, წახალისება, ასევე, როცა გრძნობს, რომ მასწავლებელს მისი სჯერა, მისი აზრი მნიშვნელოვანია და მისი მცდელობა ფასდება.

- სწავლა ნამდვილ სიხარულად იქცევა, როდესაც...

- იგი მოსაბეზრებელი არ არის, როცა მოსწავლე ცოდნას არა მხოლოდ იძენს, არამედ თვითონ აღმოაჩენს, სვამს კითხვებს, მსჯელობს, ქმნის და ამაყობს საკუთარი წარმატებით, უჩნდება სურვილი - „მინდა კიდევ ვისწავლო!“

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203