„როდესაც სასკოლო მიზნებს მშობლებთან მჭიდრო კომუნიკაცია ემატება, მოსწავლის წარმატება გარანტირებულია“ - მამუკა თვალაძე, მარტვილის N2 სკოლის დირექტორი
09-10-2026

სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობა სრულიად ეტაპზე გადადის - ცვლილება, რომელიც მშობლებისთვის შვილების დავალებებზე, შეფასებებსა და სასწავლო პროგრესზე წვდომას გულისხმობს, საზოგადოებასა და საგანმანათლებლო წრეებში დიდ მხარდაჭერას იმსახურებს.

სპეციალისტებისა და სკოლის ხელმძღვანელობის შეფასებით, ეს არის წინგადადგმული და უაღრესად მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც ძირეულად შეცვლის მასწავლებლის, მოსწავლისა და მშობლის თანამშრომლობის ხარისხს.

რატომ არის ეს აუცილებელი? - აზა ადამიას სახელობის, მარტვილის N2 საჯარო სკოლა მამუკა თვალაძე სრულად იზიარებს და მიესალმება ამ ინიციატივას. მისი განცხადებით, განათლების ხარისხის ამაღლებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ მშობელს ჰქონდეს მყისიერი და დეტალური უკუკავშირი:

„სწავლის პროცესში უკუკავშირი მნიშვნელოვანია - თუ მშობელმა მხოლოდ სემესტრის ბოლოს გაიგო, რომ ბავშვს რომელიმე საგანში უჭირდა, სასურველ შედეგზე გასვლა გაგვიჭირდება. მასწავლებლიც  იგებს, თუ რა კომპონენტში სჭირდება მოსწავლეს დამატებითი მუშაობა და სად აქვს წინსვლა. როდესაც წინასწარ დასახულ სასკოლო მიზნებს ასეთი მჭიდრო, ყოველდღიური კომუნიკაცია ემატება, მოსწავლის წარმატება გარანტირებულია.

...როდესაც მშობელს აქვს მუდმივი წვდომა ბავშვის ყოველდღიურ დავალებებსა და მიმდინარე შეფასებებზე, სასწავლო პროცესი ხდება ბევრად უფრო გამჭვირვალე და ეფექტური. სკოლა და ოჯახი ერთ გუნდად უნდა მუშაობდეს, ეს ინიციატივა კი სწორედ ამ ერთიანობას აძლიერებს“, - აღნიშნავს დირექტორი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203