რეალური ნიშანი თუ ხელოვნური ბალანსი - მოსწავლეთა შეფასების სამკომპონენტიან მოდელზე ზემო ხანდაკის საჯარო სკოლის დირექტორი საუბრობს
09-10-2026

ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, სასკოლო საზოგადოებაში კვლავ აქტუალურია დისკუსია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა აისახოს მოსწავლის ყოველდღიური შრომა და ნიჭი საბოლოო აკადემიურ ქულაში. ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, საჯარო სკოლებში სემესტრული ნიშანი სამი ძირითადი კომპონენტისგან შედგება:

მიმდინარე საშინაო დავალება; მიმდინარე საკლასო დავალება; შემაჯამებელი დავალება - რეფორმის მიხედვით, სამივე კომპონენტს აბსოლუტურად ერთნაირი წონა აქვს. თუმცა, რამდენად ასახავს ეს მიდგომა ბავშვის რეალურ ცოდნას?

აღნიშნულ თემაზე არსებული მოლოდინისა და პრაქტიკული გამოწვევების გასაანალიზებლად etaloni.ge პოლკოვნიკ ტარიელ შარიფაშვილის სახელობის, კასპის მუნიციპალიტეტის, ზემო ხანდაკის საჯარო სკოლის დირექტორს ნათელა გორგაძეს დაუკავშირდა.

ქალბატონი ნათელა მიიჩნევს, რომ საეჭვოა კომპონენტების ხელოვნურმა გათანაბრებამ რეალური აკადემიური დონე განსაზღვროს:

„როდესაც საშინაო დავალებას ზუსტად იმავე ფუნქციურ წონას ვანიჭებთ, რასაც შემაჯამებელ დავალებას, რეალური სურათი შესაძლოა დაიკარგოს. საიდუმლო არავისთვისაა, რომ საშინაო დავალებებს ბავშვები ხშირად მშობლების დახმარებით ასრულებენ, რასაც პედაგოგი ბუნებრივია მაღალი ნიშნით ვერ შეაფასებს“, - ამბობს ჩვენთან საუბრისას ქალბატონი ნათელა, თუმცა იქვე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ რეფორმები, ცვლილებები აუცილებელია და მედლის მეორე მხარეზეც ამახვილებს ყურადღებას:

„ეს მიდგომა უზრუნველყოფს, რომ ერთი კონკრეტული ტესტის წარმატება ან წარუმატებლობა გადამწყვეტი არ გახდეს:

„როდესაც საშინაო, საკლასო და შემაჯამებელ დავალებებს თანაბარი ფუნქციური დატვირთვა ექნება, სასწავლო პროცესი უფრო კომპლექსური გახდება, საბოლოოდ კი შემაჯამებელი დავალება შეამოწმებს, რამდენად ღრმად გააანალიზა მოსწავლემ განვლილი მასალა და შეუძლია თუ არა ამ ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება. მოსწავლეებს აღარ ექნებათ ილუზია, რომ შეუძლიათ მთელი სემესტრი არ ისწავლონ და ნიშანი მხოლოდ შემაჯამებელი წერისას „გამოასწორონ“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203