
თბილისის N28 საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესსა და ჯანმრთელობის საკითხებს საინფორმაციო შეხვედრა მიეძღვნა.
სკოლის ექიმმა, თინათინ ფანჩვიძემ, მოსწავლეებთან ჩაატარა საინფორმაციო საუბარი სეზონური ვირუსების პრევენციის, პირადი ჰიგიენისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებს მიეწოდათ ინფორმაცია ხელების სწორად დაბანის, სისუფთავის დაცვის, ოთახის განიავებისა და ვირუსული ინფექციების გავრცელების პრევენციის მნიშვნელობაზე. ასევე ისაუბრეს ჯანსაღ კვებაზე, ფიზიკურ აქტივობასა და სრულფასოვან ძილზე.
„შეხვედრის მიზანი იყო მოსწავლეებში ჯანმრთელობაზე ზრუნვისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობის გააზრება“,- აღნიშნავენ სკოლაში და შეხვედრის მნიშვნელობას უსვამენ ხაზს.
იხილეთ ფოტოები: