
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმის საჯარო სკოლის პედაგოგის - ნათია ჭურღულიას პედაგოგიური ღვაწლი საზეიმოდ აღინიშნა.
მასწავლებელი წარმატებული პედაგოგიური საქმიანობისთვის სიგელით დაჯილდოვდა.
სკოლის დირექტორ ირმა ბუკიას ახარებს პედაგოგის ღვაწლის დაფასება, მას დამსახურებული ჯილდოს მიღებას ულოცავს და მრავალი წარმატებული და ღირსეული თაობის აღზრდას უსურვებს.
„ჯუმის საჯარო სკოლის საზოგადოების სახელით გილოცავთ ამ ჯილდოს - კეთილშობილო, პუნქტუალურო, კრეატიულო, თაობების დამფრთიანებელო, ღირსეულო - ნათია (ჭურღულია) მასწავლებელო!
თქვენ, ორიენტირებული ბრძანდებით ახალგაზრდების ჯანსაღი სულისკვეთებით აღზრდაზე; სხვადასხვა სახის აქტივობებითა და პროექტების განხორციელებით ხელს უწყობთ მოსწავლეებში მრავალმხრივი ინტელექტისა და მთელი რიგი უნარ-ჩვევების განვითარებას.
თქვენი გულისხმიერება, სიბრძნე და უსაზღვრო ერთგულება პროფესიისადმი სამაგალითოა ჩვენთვის.
გმადლობთ, ყველაფრისთვის - საამაყო კოლეგავ და მეგობარო!“,- აღნიშნავს დირექტორი.
იხილეთ ფოტოები: