„მოსწავლეს ყველაზე მეტად უხარია, როდესაც ხედავს, რომ მასწავლებელს მისი სჯერა“ -  მურჯახეთის საჯარო სკოლის პედაგოგი ელმირა მარგარიანი
08-10-2026

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მურჯახეთის საჯარო სკოლის პედაგოგი ელმირა მარგარიანი სასწავლო წლის დასაწყისში ისეთი გარემოს შექმნაზე ზრუნავს, სადაც სწავლა საინტერესო, უსაფრთხო და მოტივაციის მიმცემია. 

გაკვეთილის დაგეგმვისას პირველ რიგში ფირქობს სასწავლო მიზანსა და იმ კონკრეტულ შედეგზე, რომელსაც მოსწავლემ გაკვეთილის ბოლოს უნდა მიაღწიოს. მისი აზრით, წარმატებულია გაკვეთილი, სადაც მოსწავლე არა მხოლოდ დასახულ მიზანს აღწევს, არამედ აქტიურად არის ჩართული სასწავლო პროცესში და მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებასაც ახერხებს.

მურჯახეთის საჯარო სკოლის პედაგოგი ელმირა მარგარიანი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს როგორ უნდა დაიწყოს სასწავლო წელი წარმატებით, რას უნდა დაეფუძნოს კარგი გაკვეთილი და როდის იქცევა სწავლა მოსწავლისთვის ნამდვილ სიამოვნებად.

- სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია...

- სწავლის ორგანიზება და კეთილგანწყობილი, ჯანსაღი გარემოს შექმნა.

- გაკვეთილის დაგეგმვისას პირველ რიგში ვფიქრობ...

-  სასწავლო მიზანზე და იმ შედეგზე, რომელსაც მოსწავლემ გაკვეთილის ბოლოს უნდა მიაღწიოს.

-  გაკვეთილი მაშინ არის წარმატებული, როდესაც...

- თითოეული მასწავლე აღწევს დასახულ სასწავლო მიზანს. აქტიურად არის ჩართული პროცესში და მიღებული ცოდნას პრაქტიკაში იყენებს. 

- ჩემი იდეალური გაკვეთილი იწყება...

- მოულოდნელი კითხვით ან გამოცანით, ენერგიული აქტივობით, მოკლე შთამბეჭდავი ვიდეოთი ან სურათით, მშვიდი პოზიტიური განწყობით. 

- მოსწავლეებში ინტერესის გასაღვიძებლად ვიყენებ...

-  მოტივაციის ასამაღლებლად მასწავლებელმა უამრავ ეფექტურ და მრავალფეროვან მეთოდს უნდა მიმართოს.

- მოსწავლეს ყველაზე მეტად უხარია, როდესაც...

- აფასებენ მის შრომას და წარმატებას. ხედავს, რომ მასწავლებელს მისი სჯერა, გრძნობს, რომ მისი აზრი მნიშვნელოვანია.

- სწავლა ნამდვილ სიხარულად იქცევა, როდესაც...

- ცოდანას ცხოვრებაში იყენებ და იაზრებ, რომ რაც იცი მნიშვნელოვანია. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203