სკოლებში კონფლიქტების, ბულინგისა და დისციპლინური გამოწვევების პრევენციისთვის ახალი პროგრამა ინერგება
08-10-2026

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური სოციალური მუშაობის კომპონენტით წარმოდგენილ ყველა სკოლაში აღდგენითი მიდგომის დამკვიდრების პროგრამის განხორციელებას აგრძელებს.

პროგრამის მთავარი მიზანია სასკოლო კონფლიქტების, ბულინგისა და დისციპლინური გამოწვევების პრევენცია, ასევე არსებული შემთხვევების ეფექტიანი მართვა. აღდგენითი მიდგომა ორიენტირებულია არა დასჯაზე, არამედ ურთიერთობების აღდგენაზე, კონფლიქტში ჩართული მხარეების საჭიროებების გააზრებასა და ისეთი გარემოს შექმნაზე, რომელიც მოსწავლეებს ზიანის გამოსწორებისა და პასუხისმგებლობის გააზრების შესაძლებლობას აძლევს.

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ყველა სოციალურმა მუშაკმა ინტენსიური გადამზადება გაიარა. შედეგად, მათ პროგრამის ეფექტიანად განხორციელებისთვის აუცილებელი ცოდნა და შესაბამისი პრაქტიკული უნარები განივითარეს. პროგრამის განხორციელება ხელს შეუწყობს სკოლებში უსაფრთხო, მხარდამჭერი და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული გარემოს გაძლიერებას. აღდგენითი მიდგომის ფარგლებში, კონფლიქტის მართვის მიზანი მხოლოდ წესების დარღვევაზე რეაგირება არ არის, აქცენტი კეთდება ურთიერთობების აღდგენაზე, პასუხისმგებლობის გააზრებასა და მომავალში მსგავსი შემთხვევების პრევენციაზე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203