პტენის საჯარო სკოლაში ღიმილის მსოფლიო დღე აღინიშნა 
07-10-2026

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის საჯარო სკოლაში ყველაზე წლის ყველაზე პოზიტიური დღე აღინიშნა. 

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა განწყობის ამაღლება და მათი მოტივირება სასწავლო პროცესის ნაწილია, ღიმილის მსოფლიო დღე აღნიშნეს. 

მოსწავლეები სხვადასხვა სახალისო თუ შემოქმედებით აქტივობაში ჩაერთნენ - ხელოვნების გაკვეთილზე დახატეს მზე, რომელიც იღიმის. დაამზადეს სახალისო სურვილების ყუთი, სადაც მოსწავლეებმა სახალისო სურვილები ჩაყარეს. 

მოსწავლეებმა დღე მხიარულად გაატარეს და ერთმანეს დადებითი ემოციები და პოზიტიური განწყობა გაუზიარეს. 

აქტივობებს პედაგოგი მარეხი სუდაძე ხელმძღვანელობდა. 

ღიმილის მსოფლიო დღე ყოველწლიურად ოქტომბრის პირველ პარასკევს 1999 წლიდან აღინიშნება.იდეა ეკუთვნის ამერიკელ მხატვარს ჰარვი ბოლს (Harvey Ball), რომელმაც 1963 წელს შექმნა ცნობილი სიმბოლო - „სმაილი“ (Smiley).  დღე ეძღვნება სიკეთეს, პოზიტიურ განწყობასა და ადამიანებისახეზე ღიმილის გაჩენას, განურჩევლად პოლიტიკური, ეროვნული თუ რელიგიური შეხედულებებისა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203