
ქუთაისის N38 საჯარო სკოლის პედაგოგები სწავლებისას სხვადასხვა მეთოდებსა და სტრატეგიებს მიმართავენ და მოსწავლეებს სასწავლო პროცესს უმრავალფეროვნებენ. აღსანიშნავია პროექტებით სწავლება, რომელიც მოსწავლეთა დიდი ინტერესითა და მაღალი ჩართულობით გამოირჩევა.
ახლახან, VIბ კლასში, ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე გაიმართა პროექტის პრეზენტაცია სახელწოდებით - „ჩვენ ვწერთ ენციკლოპედიას“.
მოსწავლეები ჯგუფებად დაიყვნენ, მოიძიეს ინფორმაცია, ამობეჭდეს და შექმნეს მინი პლაკატები, დაამზადეს ბუკლეტები.
მოსწავლეებისთვის პროექტი მეტად საინტერესო და სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო აღმოჩნდა.
გაკვეთილის ბოლოს მასწავლებელმა მოსწავლეებთან ერთად, ნამუშევრები შეაფასა და გამოავლინა საუკეთესო ბუკლეტი.
სასწავლო პროცესს პედაგოგი ლალი მილორავა ხელმძღვანელობდა.
იხილეთ ფოტოები: