ქუთაისის N12 სკოლის მასწავლებლები - მაია ჩეჩელაშვილი და ეკა მაჩიტაძე წარმატებული და ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისთვის დაჯილდოვდნენ
08-10-2026

ქუთაისის N12 საჯარო სკოლის მასწავლებლების - მაია ჩეჩელაშვილისა და  ეკა მაჩიტაძის წარმატებული პედაგოგიური საქმიანობა აღინიშნა. 

პედაგოგები, საზეიმო ღონისძიებაზე წარმატებული და ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისათვის სპეციალური სიგელებით დაჯილდოვდნენ. 

ქალაქ ქუთაისში წარმატებული მასწავლებლების დაჯილდოების ცერემონია 5 ოქტომბერს გაიმართა. 

წარმატებული მასწავლებლები სკოლების პედაგოგიური საბჭოების მიერ შეირჩნენ, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის დამტკიცებული დებულების შესაბამისად. ქალაქის თითო სკოლიდან 2-2 (ჯამში 92 ) პედაგოგი დაჯილდოვდა.

მათ შორის იყვნენ ქუთაისის N12 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანი მასწავლებელი მაია ჩეჩელაშვილი და დაწყებითი კლასების წამყვანი მასწავლებელ ეკა მაჩიტაძე.

ქუთაისის საჯარო და კერძო სკოლების პედაგოგებს სიგელები და ფულადი ჯილდოები გადასცეს ქუთაისის მერმა დავით ერემეიშვილმა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა, პარლამენტში ქუთაისის დელეგატმა ზაზა ლომინაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ჭიღვარიამ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა.

ღონისძიებას ქუთაისის ტექნოლოგიურმა ჰაბმა უმასპინძლა.

ქუთაისის N12 საჯარო სკოლაში ახარებთ პედაგოგთა ღვაწლის დაფასება და მათ მრავალი წარმატებული და ღირსეული თაობის აღზრდას უსურვებენ. 

„ვულოცავთ, ჩვენს მასწავლებლებს მიღწეულ წარმატებებს!“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203