„მოსწავლეს ყველაზე მეტად უხარია, როდესაც გრძნობს, რომ მისი აზრი მნიშვნელოვანია“ - თბილისის N28 სკოლის მასწავლებელი ქეთინო მელიქიშვილი
07-10-2026

თბილისის N28 საჯარო სკოლის პედაგოგ ქეთინო მელიქიშვილისთვის ყოველი სასწავლო წელი მოსწავლეთა გულთბილი მიღებითა და მათთვის კეთილგანწყობილი და ჯანსაღი გარემოს შექმნით იწყება. გაკვეთილის დაგეგმვისას პირველ რიგში ფიქრობს სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნებასა და მოსწავლეთა ცნობისმოყვარების გაღვიძებაზე. შედეგზე ორიენტირებული აქტიურად მიმართავს სახალისო აქტივობებსა და სხვადასხვა რესურსებს. 

თბილისის N28 საჯარო სკოლის წამყვანი მასწავლებელი ქეთინო  მელიქიშვილი გვიზიარებს როგორ უნდა დაიწყოს სასწავლო წელი წარმატებით, რას უნდა დაეფუძნოს კარგი გაკვეთილი და როდის იქცევა სწავლა მოსწავლისთვის ნამდვილ სიამოვნებად.

- სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია...

- კეთილგანწყობილი, ჯანსაღი გარემოს შექმნა.

- გაკვეთილის დაგეგმვისას პირველ რიგში ვფიქრობ...

- როგორ გავხადო სასწავლო პროცესი საინტერესო, სახალისო, აქტიური და მრავალფეროვანი.

- გაკვეთილი მაშინ არის წარმატებული, როდესაც...

- ყველა ბავშვს, შეძლებისდაგვარად, შეუძლია საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა.

-  ჩემი იდეალური გაკვეთილი იწყება...

- სიყვარულით, ცნობისმოყვარეობის მანიპულირებით, მიზანსა და შედეგზე ორიენტირებული განწყობის შექმნით.

- მოსწავლეებში ინტერესის გასაღვიძებლად ვიყენებ...

- სხვადასხვა სახალისო აქტივობებს, ჩემ მიერ შექმნილ საგანმანათლებლო რესურსებს, მათ შორის - ციფრულს.

- მოსწავლეს ყველაზე მეტად უხარია, როდესაც...

- გრძნობს, რომ მისი აზრი მნიშვნელოვანია.

- სწავლა ნამდვილ სიხარულად იქცევა, როდესაც...

- მოსწავლე იმდენად არის ჩართული სასწავლო ​პროცესში, რომ „არ უყურებს საათს, არ ესმის ზარის ხმა“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203