
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმურდოს საჯარო სკოლის მოსწავლეები ილია ჭავჭავაძის შემოქმედებას დიდი ინტერესითა და საინტერესო აქტივობებით სწავლობენ.
X კლასის მოსწავლეები ამჟამად საპროგრამო მასალით დიდი ქართველი კლასიკოსის გენიალურ ნაწარმოებს - „კაცია-ადამიანი?!“ გადიან.
მე-9 კლასელები თათქარიძის სახლ-კარის აღწერილობა წაიკითხეს და ამოკითხულის მიხედვით მაკეტი დაამზადეს. მოსწავლეებმა საინტერესო პრეზენტაციაც გამართეს და აღნიშნეს, თუ რამდენად შეესაბამება მათ მიერ შექმნილი მაკეტი ილია ჭავჭავაძის მიერ აღწერილ თათქარაძეების საცხოვრებელს, ასევე ისაუბრეს შეიძლება თუ არა ასეთი სახლ-კარი კიდევ გვხვდებოდეს საქართველოში.
აქტივობა მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად, სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა. მათ ჯგუფურად იმუშავეს, ერთმანეთს ცოდნა გაუზიარეს და შემოქმედებითი ნიჭი წარმატებით წარმოაჩინეს.
სასწავლო პროცესს ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი ნარინე კარკარიანი ხელმძღვანელობდა.
იხილეთ ფოტოები: