
ქობულეთის წმინდა კირიონ მეორის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიაში პედაგოგის შრომა და ღვაწლი დაფასებული და პატივცემულია.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, კირიონ მეორის სახელობის სკოლა-გიმნაზიისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ადამიანთა ღვაწლის დაფასება, რომლებიც ყოველდღიური შრომით, პროფესიული ერთგულებითა და სიყვარულით ქმნიან სასკოლო საზოგადოების სულიერ და საგანმანათლებლო გარემოს.
მოძღვრების კურთხევითა და სკოლის დირექციის გადაწყვეტილებით, ქართული ენისა და ლიტერატურის ღვაწლმოსილი პედაგოგი დოდო ჭოლაძე დაჯილდოვდა.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ეს გადაწყვეტილება მადლიერებისა და პატივისცემის გამოხატულებაა იმ მრავალწლიანი და თავდადებული საქმიანობისთვის, რომელიც ქალბატონ დოდოს თაობების აღზრდისა და განათლების საქმეში შეაქვს. მისი პროფესიული გამოცდილება, პასუხისმგებლობა და ქართული სიტყვისადმი განსაკუთრებული სიყვარული მოსწავლეთა ცოდნისა და ღირებულებების ჩამოყალიბების მნიშვნელოვან საფუძველს წარმოადგენს.
„ვულოცავთ, ქალბატონ დოდო ჭოლაძეს დამსახურებულ ჯილდოს და ვუსურვებთ ჯანმრთელობას, შემოქმედებით ძალასა და მრავალ წარმატებულ წელს ჩვენი სკოლისა და მომავალი თაობების სამსახურში“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: