ქობულეთის წმ. კირიონ II-ის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის ღვაწლმოსილი პედაგოგები - ვლადიმერ კიღურაძე და დოდო ჭოლაძე დაჯილდოვდნენ
07-10-2026

ქობულეთის წმინდა კირიონ მეორის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის პედაგოგების - ვლადიმერ კიღურაძისა და დოდო ჭოლაძის პედაგოგიური ღვაწლი საზეიმოდ აღინიშნა. 

ღვაწლმოსილი მასწავლებლები მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდნენ. 

2 ოქტომბერს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრ მაია ხაჯიშვილთან ერთად, ქობულეთის სკოლების გამორჩეულ პედაგოგებს მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობის სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

სტუმრებმა მასწავლებლებს გულითადი მადლობა გადაუხადეს პროფესიისადმი ერთგულებისთვის, ყოველდღიური თავდაუზოგავი შრომისა და არაერთი ღირსეული თაობის აღზრდისთვის.

ქობულეთის წმინდა კირიონ მეორის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიაში გვეუბნებიან, სასკოლო საზოგადოების გადაწყვეტილებით ეს დამსახურებული ჯილდო გადაეცა სკოლა-გიმნაზიის მასწავლებლებს - ვლადიმერ კიღურაძესა და დოდო ჭოლაძეს.

სკოლაში ახარებთ პედაგოგთა შრომისა და ღვაწლის დაფასება და მათ კიდევ მრავალი წარმატებული და ღირსეული თაობის აღზრდას უსურვებენ. 

„ვულოცავთ, მათ ამ აღიარებას და მომავალშიც ვუსურვებთ წარმატებებს!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს პედაგოგთა მრავალწლიანი ღვაწლის დაფასებას, მათი საქმიანობის აღიარებასა და პროფესიულ წახალისებას.

ღვაწლმოსილი მასწავლებლების დაჯილდოება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, საგანმანათლებლო რესურსცენტრების ორგანიზებითა და აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.

იხილეთ ფოტოები:

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203