„ღამე სკოლაში“-ბოდბისხევის საჯარო სკოლაში უჩვეულო და საინტერესო ღონისძიება ჩატარდა
18-07-2018
ბოდბისხევის საჯარო სკოლაში უჩვეულო და საინტერესო ღონისძიება ჩატარდა. კერძოდ, სკოლის მოსწავლეების სურვილით, ერთი საღამოც სასწავლებელს დაეთმო, აქტივობის სახელი კი -„ღამე სკოლაში“ გახლდათ.
უფროსკლასელებმა დამსწრე საზოგადოებას ლექსები, სიმღერები და ცეკვები შესთავაზეს. ერთმანეთს ენაცვლებოდნენ ნინო გელაშვილი, სოფიკო ბოქოლიშვილი, თორნიკე ჭოტაშვილი, ნინი ზურაბაშვილი...
სკოლის დირექციის ცნობით, მსგავსი ღონისძიება მოსწავლეებში სკოლისადმი სიყვარულს აძლიერებს.
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის