„სასწავლო წლის დასაწყისში მნიშვნელოვანია მოსწავლეებისთვის თბილი, მეგობრული და უსაფრთხო გარემოს შექმნა“- ხორენიის საჯარო სკოლის დირექტორი რუბენ ვარდანი
07-10-2026

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორენიის საჯარო სკოლის დირექტორ რუბენ ვარდანიანისთვის სასწავლო წლის წარმატებული დასაწყისი, პირველ რიგში, მოსწავლეებისათვის თბილი, მეგობრული და უსაფრთხო გარემოს შექმნასა და მათი მოტივაციის ამაღლებას უკავშირდება.

ხელმძღვანელი მოსწავლეებისთვის სკოლაში უსაფრთხო, მათ ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებულ, თბილ და მეგობრულ გარემოს უზრუნველყოფს. დირექტორისთვის მნიშვნელოვანია მოსწავლე-მასწავლებელთა ნდობასა და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობა, მაგალითს კი თავადვე იძლევა. 

ხორენიის საჯარო სკოლის დირექტორი რუბენ ვარდანიანი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარეს როგორ უნდა დაიწყოს სასწავლო წელი წარმატებით, რას უნდა დაეფუძნოს კარგი გაკვეთილი და როდის იქცევა სწავლა მოსწავლისთვის ნამდვილ სიამოვნებად.

- სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია...
- მოსწავლეებისათვის თბილი, მეგობრული და უსაფრთხო გარემოს შექმნა, სადაც თითოეული ბავშვი იგრძნობს ყურადღებას, მხარდაჭერას და მოტივაციას.

ასევე, მნიშვნელოვანია მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობა, მშობლებთან თანამშრომლობა  და სწავლისადმი დადებითი განწყობის შექმნა.

- გაკვეთილის დაგეგმვისას პირველ რიგში ვფიქრობ...

- მოსწავლის საჭიროებეზე, გაკვეთილის მიზანზე და იმაზე, რა ცოდნა და უნარები უნდა შეიძინოს მოსწავლემ გაკვეთილის ბოლოს.

- გაკვეთილი მაშინ არის წარმატებული, როდესაც...

- მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი სასწავლო პროცესში, აღწევენ დასახულ მიზნებს, იზიარებენ ახალ მასალას და მიღებულ ცოდნას პრაქტიკაში იყენებენ.

-  ჩემი იდეალური გაკვეთილი იწყება...

- თბილი და მეგობრული გარემოს შექმნით, რომელიც მათ სწავლის სურვილს გაუჩენს.

- მოსწავლეებში ინტერესის გასაღვიძებლად ვიყენებ...

- ინტერაქტიულ მეთოდებს, საინტერესო კითხვებს, თამაშებს, ვიზუალურ მასალებსა და პრაქტიკულ აქტივობებს, რომლებიც მათ აქტიურ ჩართულობას და დამოუკიდებელ აზროვნებას უწყობს ხელს.

- მოსწავლეს ყველაზე მეტად უხარია, როდესაც...

- მის შრომას აფასებენ, უსმენენ, აქებენ და ხედავს, რომ მისი აზრი მნიშვნელოვანია.

- სწავლა ნამდვილ სიხარულით იქცევა, როდესაც...

- მოსწავლე სწავლობს ინტერესით, თავისუფლად გამოხატავს საკუთარ აზრს, აქტიურად არის ჩართული  და მიღებულ ცოდნას პრაქტიკაში იყენებს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203