
ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სკოლის მასწავლებლების - დარეჯან კვიმსაძისა და ვერა ლომიძის წარმატებული პედაგოგიური საქმიანობა აღინიშნა.
პედაგოგები, საზეიმო ღონისძიებაზე თაობების აღზრდა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ.
ქუთაისში, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, წარმატებული მასწავლებლების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.მასწავლებელთა დაჯილდოების ცერემონიალს ქუთაისის ტექნოლოგიურმა ჰაბმა უმასპინძლა.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა სიგელები და ფულადი ჯილდოები გადასცეს ქუთაისის საჯარო და კერძო სკოლების პედაგოგებს.
წარმატებული მასწავლებლები სკოლების პედაგოგიური საბჭოების მიერ შეირჩნენ, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის დამტკიცებული დებულების შესაბამისად. ქუთაისის №4 საჯარო სკოლიდან, როგორც უკვე აღვნიშნეთ, დაჯილდოვდა ორი პედაგოგი: დარეჯან კვიმსაძე და ვერა ლომიძე.
სკოლაში ახარებთ პედაგოგთა შრომისა და ღვაწლის დაფასება.
„ეს დღე კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობასა და იმ ადამიანების დამსახურებას, რომლებიც მომავალ თაობებს ცოდნისა და ღირებულებების გზაზე მიუძღვებიან“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: