
STEM-განათლების მხარდაჭერის მიმართულებით, თბილისის N108 საჯარო სკოლაში, 2026-2027 სასწავლო წელს, დაწყებითი კლასების ბაზაზე რობოტიკის კლუბი - „რობოტიკები108“ იხსნება.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მასშტაბით, კონკურსის საფუძველზე შეირჩა 100 სკოლა, რომელთა შორისაა თბილისის N108 სკოლა.
კლუბს, უხელმძღვანელებს ასევე კონკურსის შედეგად შერჩეული, კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელი ირინა მარკოზაშვილი.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, კლუბის მიზანია მოსწავლეებში რობოტიკის, პროგრამირების, ტექნოლოგიებისა და ინჟინერიის მიმართ ინტერესის გაღვივება და პრაქტიკული უნარების განვითარება.
კლუბის საქმიანობა ეფუძნება ნებაყოფლობითობის, თანამშრომლობის, თანასწორობის, პასუხისმგებლობის, შემოქმედებითობისა და უსაფრთხოების პრინციპებს.
კლუბის საქმიანობაში მონაწილეობა შეუძლიათ სკოლის მოსწავლეებს, რომელთაც აინტერესებთ რობოტიკა, პროგრამირება, ტექნოლოგიები და ახალი იდეების შექმნა. ამა წლის ოქტომბრის თვიდან, მოხდება კლუბის წევრ მოსწავლეთა შერჩევა. რობოტიკის კლუბში სწავლა უფასოა.
დაინტერესებულ მოსწავლეებს მიეცემათ შესაძლებლობა: შეისწავლონ რობოტიკის საფუძვლები; რობოტის დაპროგრამება;
მეცადინეობა ჩატარდება კვირაში ერთხელ - პარასკევს (დრო-მოსწავლეებთან შეთანხმებით).
მეცადინეობის ხანგრძლივობაა - 1 საათი.
„არ გამოტოვოთ შესაძლებლობა, გახდეთ ჩვენი “რობოტიკის კლუბის” წევრი! გისურვებთ ყველას წარმატებას ახალ სასწავლო წელს და მრავალ შემოქმედებით იდეებს“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს კლუბში ეპატიჟებიან.
იხილეთ ვიდეო: