საჭიროა თუ არა მანდატურის სამსახური სკოლებში - პრემიერის განმარტება
10-10-2026

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სატელევიზიო ეთერში განათლების რეფორმის შესახებ რამდენიმე განმარტება გააკეთა, მათ შორის იმაზეც, შესაძლებელია თუ არა სკოლებში უსაფრთხოების უზრუნველყოფა მანდატურების გარეშე:

„მანდატურების გარეშე არის თუ არა შესაძლებელი უსაფრთხოების უზრუნველყოფა სკოლებში? - თქვენ იცით, რომ მრავალი წლის წინ შეიქმნა მანდატურის სამსახური სწორედ უსაფრთხოების გამოწვევებზე საპასუხოდ...

ჩვენ ხელისუფლებამდე შეიქმნა ეს სამსახური და დღემდე მიიჩნევა, რომ უმჯობესია, სწორედ მანდატურის სამსახურის მეშვეობით მოწესრიგდეს უსაფრთხოების საკითხები სკოლებში. რეალურად არის უამრავი სერიოზული პრობლემა სკოლებში, ზოგადი განათლების სისტემაში და ძალიან ბევრია სამუშაო იმისათვის, რომ ის რეფორმა, რომელიც დაიგეგმა, სწორად გატარდეს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203