ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლის მოსწავლეები ქართულ ლიტერატურას დიდი სიყვარულით სწავლობენ და სახელოვან მწერალთა ცხოვრებასა და მოღვაწეობას დიდი ინტერესით ეცნობიან.
ახლახან, VI კლასის მოსწავლეებმა ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი გამორჩეული შემოქმედის - ვაჟა-ფშაველას ცხოვრებასა და შემოქმედებას საინტერესო ნამუშევარი მიუძღვნეს.
„ვაჟა-ფშაველა - ბუნების, ადამიანობისა და თავისუფლების მგოსანი“ - ამ თემით შთაგონებულმა მე-6 კლასელებმა ბუნების მგოსნის ცხოვრება და შემოქმედება პლაკატზე დაიტანეს და თვალსაჩინო ადგილას გამოფინეს.
„კითხვა, შემოქმედება და ქართული ლიტერატურის სიყვარული - ასე ეცნობიან ჩვენი მოსწავლეები დიდ ქართველ მწერლებს“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა აქტიურობა და შემოქმედებითობა.
პატარა მკითხველებს ქართული სიტყვის დიდ გზაზე მეგზურობას ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ანა დოლიძე უწევს.
იხილეთ ფოტოები: