ყვარლის N2 საჯარო სკოლაში მასწავლებლის პროფესია დაფასებული და პატივცემულია.
5 ოქტომბერს მსოფლიომ მასწავლებლის საერთაშორისო დღე აღნიშნა. ამ დღის მიზანის მასწავლებელთა პროფესიის მნიშვნელობის, მათი უფლებების, პასუხისმგებლობებისა და სამუშაო პირობების შესახებ საზოგადოების ყურადღების გამახვილება და პედაგოგების ღვაწლის დაფასება.
ამ მნიშვნელოვან დღეს გამოეხმაურნენ ყვარლის N2 საჯარო სკოლის პირველკლასელები.
5 ოქტომბერს, 1-ელია კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელ მაია ოთიაშვილის ხელმძღვანელობით, მასწავლებლებს პროფესიული დღესასწაული მიულოცეს.
პატარები წითელი ვარდებით ხელდამშვენებულები ესტუმრნენ პედაგოგებს სამასწავლებლოში და ლამაზი ღონისძიებით, ლექსებით მოეფერნენ მასწავლებლებს. შემდეგ კი თითოეულ მათგანს წითელი ვარდები მიართვეს.
სიურპრიზი მასწავლებლებისა და დირექტორ ლეილა ქოჩორაშვილისთვის მართლაც დაუვიწყარი აღმოჩნდა, ისინი პატარებს მოეფერნენ და მადლობა გადაუხადეს დაფასებისა და ლამაზი მილოცვისთვის.