ქუთაისის N24 სკოლის მოსწავლე, მოცეკვავე თეკლა გაბელაშვილი რომის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია
07-10-2026

ქუთაისის N24 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ნიჭი, შესაძლებლობები და ინტერესები წახალისებული და მხარდაჭერილია, მათი წარმატება კი საამაყო. 

ამჯერად, სკოლაში IXა კლასის მოსწავლის - თეკლა გაბელაშვილის წარმატებით ამაყობენ. 

თეკლა გაბელაშვილი რომის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია. მე-9 კლასელი ფინალში 7 იტალიელ მონაწილეს შორის მოხვდა და ღირსეული გამარჯვება მოიპოვა.

სკოლაში ახარებთ მოსწავლის ბრწყინვალე მიღწევა და მას ახალი სიმაღლეების დაპყრობას უსურვებენ. 

„ვულოცავთ, თეკლას ამ დიდ გამარჯვებას! გვეამაყები“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203