ქუთაისის N24 სკოლის მასწავლებელები - სალომე უგულავა და თეა არონია წარმატებული პროფესიული საქმიანობისთვის დაჯილდოვდნენ
07-10-2026

ქუთაისის N24 საჯარო სკოლის მასწავლებლების - სალომე უგულავასა და თეა არონიას წარმატებული პედაგოგიური საქმიანობა აღინიშნა. 

პედაგოგები, საზეიმო ღონისძიებაზე თაობების აღზრდა და განათლებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის სპეციალური სიგელებით დაჯილდოვდნენ. 

წარმატებულ მასწავლებლეთა დაჯილდოების ცერემონიალი ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში გაიმართა. წარმატებული მასწავლებლები სკოლების პედაგოგიური საბჭოების მიერ შეირჩნენ, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის დამტკიცებული დებულების შესაბამისად.

მათ შორის იყვნენ ქუთაისის N24 საჯარო სკოლის ქართუილი ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი- სალომე უგულავა და დაწყებითი კლასის მასწავლებელი - თეა არონია.

ქუთაისის მერმა დავით ერემეიშვილმა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ლევან ზალკალიანმა, პარლამენტში ქუთაისის დელეგატმა, ზაზა ლომინაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ჭიღვარიამ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა სიგელები და ფულადი ჯილდოები გადასცეს ქუთაისის საჯარო და კერძო სკოლების პედაგოგებს.

სკოლაში პედაგოგებს ულოცავენ დამსახურებულ ჯილდოს და წარმატებულ პროფესიულ სამიქნობასა და მრავალი განათლებული და ღირსეული თაობის აღზრდას უსუსრვებენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203