„სწავლა ნამდვილ სიხარულად იქცევა, როდესაც ცხოვრებაში იყენებ“- მუხრანას საჯარო სკოლის დირექტორი ნესტან ონიანი
06-10-2026

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანას საჯარო სკოლის დირექტორ ნესტან ონიანისთვის სასწავლო წლის წარმატებული დასაწყისი, პირველ რიგში, კარგად მომზადებულ სასკოლო გარემოსა და მოსწავლეების საჭიროებების გათვალისწინებას უკავშირდება.

დირექტორისთვის მნიშვნელოვანია, სკოლა მოსწავლეებს მომზადებული დახვდეს, ხოლო სასწავლო პროცესი მათ შესაძლებლობებსა და ინტერესებზე იყოს მორგებული. დიდ ყურადრებას აქცევს პოზიტიურ უკუკავშირს - ყოველთვის აფასებს მოსწავლის შრომას, რაც სასწავლო მოტივაციაზე დადებითად აისახება. ​უფროსკლასელებთან კი ინტერესის გასაღვიძებლად  არაფორმალური განათლების პროექტებსა და გასვლით ღონისძიებებს მიმართავს.

მისი აზრით, სწავლა ნამდვილ სიხარულად მაშინ იქცევა, როდესაც მოსწავლე მიღებულ ცოდნას ყოველდღიურ ცხოვრებას უკავშირებს და აცნობიერებს, რომ იცის ის, რაც რეალურად მნიშვნელოვანია.

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხრანას საჯარო სკოლის დირექტორი ნესტან ონიანი პასუხობს.

- სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია...

-  სკოლის მომზადება მოსწავლეების მისაღებად.

- გაკვეთილის დაგეგმვისას პირველ რიგში ვფიქრობ...

- თემა შესაბამისი იყოს მოსწავლეთა დონესთან.

- გაკვეთილი მაშინ არის წარმატებული, როდესაც...

- თუ მოსწავლეების 80% გაიაზრებს და გაიგებს.

- ჩემი იდეალური გაკვეთილი იწყება...

- მისალმებით და განმავითარებელი კომენტარებით.

- მოსწავლეებში ინტერესის გასაღვიძებლად ვიყენებ...

- დამატებით ინფორმაციას, რომელიც სახელმძღვანელოდან არ არის.

- მოსწავლეს ყველაზე მეტად უხარია, როდესაც...

- აქებ, მაღალ კლასებში მოტივაციის ასამაღლებლად არაფორმალური განათლების პროექტებს ვგეგმავ ხოლმე (გასვლითი  ღონისძიებები)

-  სწავლა ნამდვილ სიხარულად იქცევა, როდესაც...

- ცხოვრებაში იყენებ, როცა იაზრებ, რომ რაღაც იცი და ეს მნიშვნელოვანია.

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203