შპს N1 (გოქაძის) სკოლის მასწავლებლები - ელენე ბიბილურიძე და სალომე ასათიანი ​წარმატებული და ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისთვის დაჯილდოვდნენ
07-10-2026

შპს N1 (გოქაძის) სკოლის მასწავლებლების - ელენე ბიბილურიძისა და სალომე ასათიანის წარმატებული პედაგოგიური საქმიანობა აღინიშნა. 

პედაგოგები ქუთაისის 2026 წლის წარმატებულ მასწავლებელთა დაჯილდოების ცერემონიაზე საზეიმოდ დაჯილდოვდნენ. მათ წარმატებული და ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისთვის სიგელები და ფულადი პრიზი გადაეცათ.. 

ქუთაისში გამართულ ღონისძიებას ქუთაისის ტექნოლოგიურმა ჰაბმა უმასპინძლა. წარმატებული მასწავლებლები სკოლების პედაგოგიური საბჭოების მიერ, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მიერ დამტკიცებული დებულების შესაბამისად, შეირჩნენ.

სკოლაში ახარებთ პედაგოგთა შრომის დაფასება და მათ მრავალი წარმატებული და ღირსეული თაობის აღზრდას უსურვებენ. 

„ვულოცავთ, ჩვენს პედაგოგებს ამ მნიშვნელოვან აღიარებას! ვამაყობთ, თქვენით და თქვენი პროფესიული წარმატებით!“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203