
შპს N1 (გოქაძის) სკოლის მოსწავლეები, დირექციისა და პედაგოგთა წახალისებით აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა კონკურსსა და საგანმანათლებლო ღონისძიებაში, მათ სახელზე კი არაერთი წარმატებაა.
ახლახან, ინგლისური ენის ოლიმპიადა Lingostar-მა შპს N1 (გოქაძის) სკოლა „კვირის ტოპ სკოლად“ დაასახელა. აღსანიშნავია, რომ N1 სკოლის მოსწავლე ნიკა კახიძე სწორედ Lingostar-ის ოლიმპიადის გამარჯვებულია.
სკოლაში ახარებთ მორიგი წარმატება და ახალი სიმაღლეების დაპყრობას წახმატებით აგრძელებენ.
„მადლობა, „ლინგოსთარს“ ასეთი სასიამოვნო აღიარებისა და ჩვენი სკოლის გამორჩევისთვის! გვიხარია, რომ ქუთაისის N1 გოქაძის სკოლა „კვირის ტოპ სკოლად“ დასახელდა ლინგოსთარის ინგლისური ენის ოლიმპიადის ფარგლებში.
საამაყოა, რომ სწორედ ლინგოსთარის ოლიმპიადაზე გამარჯვებულმა ჩვენი სკოლის მოსწავლემ, ნიკა კახიხემ, თავისი წარმატებით მოიპოვა შესაძლებლობა და ბრიუსელში სასწავლებლად მიემგზავრება.
ეს კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, თუ რამდენ შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეებს ცოდნა, მონდომება და საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტებში აქტიური მონაწილეობა.
განსაკუთრებული მადლობა ლინგოსთარს ნდობისთვის, თანამშრომლობისთვის და მოსწავლეების შესაძლებლობების წარმოჩენის ხელშეწყობისთვის.
ვაგრძელებთ განვითარებას, სწავლას და ახალი წარმატებებისკენ სვლას! N1 (გოქაძე)— ერთად მეტი შესაძლებლობისთვის!“,- აღნიშნავენ სკოლაში.