
შპს N1 (გოქაძის) სკოლაში კიდევ ერთ მნიშვნელოვან წარმატებას აღნიშნავენ.
სკოლამ საერთაშორისო თანამშრომლობის, პროფესიული განვითარებისა და ინგლისური ენის სწავლების მიმართულებით მორიგი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა.
სკოლა დაჯილდოვდა British Council Advantage Premium Member-ის 2026–27 წლის წევრობის სერტიფიკატით.
British Council-თან თანამშრომლობა სკოლას ახალი შესაძლებლობებისკენ უხსნის გზას და მოსწავლე-მასწავლებლებისთვის კიდევ უფრო თანამედროვე, მრავალფეროვანი და განვითარებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნას უწყობს ხელს.