სკოლა „ნერგების“ მასწავლებელი ქეთევან ჩხაიძე წარმატებული პროფესიული საქმიანობისთვის დაჯილდოვდა
06-10-2026

სკოლა „ნერგების“ მასწავლებლის ქეთევან ჩხაიძის წარმატებული პროფესიული საქმიანობა საზეიმოდ აღინიშნა.

მასწავლებლის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ინიციატივით, ბათუმში დაჯილდოვდნენ წარმატებული და ღვაწლმოსილი პედაგოგები, რომელთა შორისაც იყო სკოლა „ნერგების“ დაწყებითი განათლების მასწავლებელი ქეთევან ჩხაიძე.

პედაგოგს ​მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობის სიგელი​ გადაეცა. 

სკოლაში ახარებთ პედაგოგის შრომისა და ღვაწლის დაფასება და მას კიდევ მრავალი ღირსეული და განათლებული თაობის აღზრდას უსურვებენ. 

„ვულოცავთ, ქეთევან მასწავლებელს დამსახურებულ ჯილდოს და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებას!

ჩვენი სკოლისა და თითოეული მოსწავლის სიამაყე ხართ, მადლობა გაწეული შრომისათვის!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203