
ქუთაისის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები დირექციისა და პედაგოგების მხარდაჭერით აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებებში, იძენენ ცოდნას და ახალ გამოცდილებას.
ახლახან, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში „მეცნიერების რეგიონული ფესტივალი 2026“ გაიმართა.
მოეწყო სამეცნიერო, საგანმანათლებლო და ინოვაციური სივრცე „მეცნიერების ქალაქი“. ფესტივალის საგამოფენო ნაწილში წარმოდგენილი იყო აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაკულტეტების, პროფესიული განათლების ცენტრის, პარტნიორი უნივერსიტეტების, სამეცნიერო-კვლევითი ორგანიზაციების, სკოლებისა და კერძო სექტორების საქმიანობა.
ფესტივალში, პედაგოგ მაია ჯანაშიას ხელმძღვანელობით, აქტიურად ჩაერთნენ ქუთაისის №4 საჯარო სკოლის მოსწავლეებიც. მათ წარმატებით წარმოაჩინეს საკუთარი ცოდნა, შემოქმედებითი უნარები და კვლევისადმი ინტერესი, რისთვისაც სხვადასხვა პრიზი დაიმსახურეს.
ეს წარმატება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სკოლა მხარს უჭერს მოსწავლეთა სამეცნიერო ინტერესების განვითარებასა და მათ აქტიურ მონაწილეობას საგანმანათლებლო და შემეცნებით ღონისძიებებში. ვუსურვებთ ახალგაზრდებს კიდევ მრავალ გამარჯვებას.
იხილეთ ფოტოები: