შპს N1 (გოქაძის) სკოლის დირექტრმა წარმატებულ მოსწავლეებს კემბრიჯის საერთაშორისო სერტიფიკატები საზეიმოდ გადასცა 
06-10-2026

შპს N1 (გოქაძის) სკოლაში მოსწავლეთა მიღწევები საამაყო და წახალისებულია.

ახლახან, სკოლაში კემბრიჯის საერთაშორისო სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიალი გაიმართა.

ღონისძიება 2 ოქტომბერს ჩატარდა და მას სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და საპატიო სტუმრები ესწრებოდნენ.

სკოლის დირექტორმა გოჩა გოქაძემ მოსწავლეებს კემბრიჯის საერთაშორისო სერტიფიკატები გადასცა და მათ მიღწეული შედეგები მიულოცა. 

ღონისძიებას ასევე ესწრებოდა სკოლის საპატიო სტუმარი, ამერიკელი მარკ გაბაუერი, რომელმაც მოსწავლეებს სიტყვით მიმართა, წარმატება მიულოცა და ცოდნის მწვერვალების დაპყრობა უსურვა. 

სკოლაში განსაკუთრებულ მადლობას უხდი ინგლისური ენის პედაგოგებს, რომელთა წვლილი მოსწავლეთა წარმატებაში განუზომელია. კემბრიჯის საერთაშორისო სერტიფიკატის მფლობელ ყველა მოსწავლეს კი მიღწეულ შედეგს ულოცავენ. 

„ორ ოქტომბერს, ჩვენს სკოლაში გაიმართა კემბრიჯის საერთაშორისო სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიალი, რომლის ფარგლებშიც ჩვენმა დირექტორმა მოსწავლეებს თავიანთი შრომით მიღწეული შედეგების დამადასტურებელი კემბრიჯის საერთაშორისო სერტიფიკატები გადასცა.

ჩვენ ასევე მოხარულნი და მადლიერნი ვართ, რომ ღონისძიებას ესწრებოდა ჩვენი საპატიო ამერიკელი სტუმარი მარკ გაბაუერი, რომელმაც მოსწავლეები გაამხნევა და მათ მოტივაცია მისცა.

განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ჩვენი სკოლის ინგლისური ენის პედაგოგებს გაწეული შრომისა და მხარდაჭერისთვის, რამაც მოსწავლეების წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

იხილეთ ფოტოები:

ვულოცავთ, ყველა მოსწავლეს ამ მნიშვნელოვან მიღწევას და ვუსურვებთ მათ კიდევ ბევრ წარმატებას!“- აღნიშნავენ სკოლაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203