დიდი არაქალის საჯარო სკოლის მასწავლებელი ალარინა ბარსეღიანი მომავალი თაობების აღზრდა-განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდა
07-10-2026

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი არაქალის საჯარო სკოლის მასწავლებლის - ალარინა ბარსეღიანის პედაგოგიური ღვაწლი საზეიმოდ აღინიშნა. 

ალარინა ბარსეღიანს მომავალი თაობების აღზრდა განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობის სიგელი გადაეცა. 

ოქტომბრის დასაწყისში ნინოწმინდის კულტურის ცენტრში ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. ღონისძიება მიეძღვნა მასწავლებლის დღეს და რეგიონებში პედაგოგთა დაფასების ფართომასშტაბიანი კამპანიის ნაწილია. 

დაჯილდოების ცერემონიალს დაესწრნენ და მასწავლებლებს პროფესიული დღე მიულოცეს სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე სერგი მუშკუდიანმა და საქართველოს პარლამენტის წევრმა სამველ მანუკიანმა, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლებმა.

სკოლაში ახარებთ პედაგოგის შრომისა და ღვაწლის დაფასება და მას კიდევ არაერთი წარმატებული და ღირსეული თაობის აღზრდას უსურვებენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203