ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი არაქალის საჯარო სკოლაში მასწავლებლის პროფესია დაფასებული და პატივცემულია.
5 ოქტომბერს მსოფლიომ მასწავლებლის საერთაშორისო დღე აღნიშნა. ამ მნიშვნელოვან თარიღს აქტიურად გამოეხმაურნენ დიდი არაქალის საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლებს სიურპრიზი მოუწყვეს.
მე-12 კლასის მოსწავლეებმა პედაგოგებს ყვავილები მიართვეს და პროფესიული დღესასწაული გაულამაზეს.
სკოლაში ახარებთ მოსწავლეთა გულთბილი დამოკიდებულება და მათ ლამაზი საჩუქრისა და დაუვიწყარი ემოციებისთვის მადლობას უხდიან.
იხილეთ ვიდეო