
თბილისის N108 საჯარო სკოლა მოსწავლეთა დასახვედრად საგანგებოდ მოემზადა. სკოლაში გამორჩეულად ელოდნენ მომავალი თაობის მიღებას.
სასწავლო წლის დაწყებამდე 14 სექტემბერს სკოლაში პირველკლასელებისა და მათი მშობლებისთვის ღია კარის დღე ჩატარდა.
მოსწავლეები და მშობლები შეხვდნენ კლასის დამრიგებლებს, დაათვალიერეს სკოლის სხვადასხვა დანიშნულების სივრცე, საკლასო ოთახში კი მიიღეს სიმბოლური საჩუქრები და ჩაერთნენ მხიარულ და საზეიმო აქტივობებში.
„კიდევ ერთხელ ვულოცავთ პირველკლასელებს, მათ მშობლებსა და მასწავლებლებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას და ვუსურვებთ მშვიდობიან, ნაყოფიერ და წარმატებულ სასწავლო წელს“,- აღნიშნავენ სკოლაში, პატარებს კი საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავლებით სავსე სასწავლო წელს ჰპირდებიან.
იხილეთ ვიდეო: