თბილისის N12 საჯარო სკოლის მე-3 კლასელები საგნობრივ ოლიმპიადაში მიღწეული წარმატებისთვის დაჯილდოვდნენ 
05-10-2026

თბილისის N12 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ჩართულობა სხვადასხვა კონკურსსა თუ არაფორმალური განათლების პროექტში წახალისებული და მხარდაჭერილია. მოწაფეთა მიღწევები კი საამაყო. 

სულ ახლახან, IIIა კლასის მოსწავლეები დაჯილდოვდნენ საგნობრივ ოლიმპიადაში მიღწეული წარმატებისთვის. 

„ევერესტის“ ოლიმპიადაში სკოლა ასახელეს - გაბრიელ ბაკარანძემ, ნიკოლოზ ბაიდოშვილმა, ივანე ბედოშვილმა, ექვთიმე გოქსაძემ და ანდრია ხუნწელიამ.  მოსწავლეთა კლასის ხელმძღვანელი ქეთინო ჩიბაშვილი გახლავთ,

მოსწავლეებს სიგელები საზეიმოდ გადაეცათ. 

„ბედნიერი და ღიმილიანი სახეებით დავიწყეთ დილა. ქალბატონმა მაიამ იყვარულით გადასცა „ევერესტის“ კონკურსში გამარჯვებულ ბავშვებს სიგელები და საჩუქრები. დაჯილდოვდნენ IIIა კლასის მოსწავლეები: გაბრიელ ბაკარანძე, ნიკოლოზ ბაიდოშვილი, ივანე ბედოშვილი, ექვთიმე გოქსაძე, ანდრია ხუნწელია. ულევ წარმატებას ვუსურვებთ ბიჭებს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203