ქუთაისის N45 საჯარო სკოლაში ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა. საინფორმაციო შეხვედრის დროს მოსწავლეებმა გაიგეს, რატომ დაწესდა ეს დღე და რამდენად მნიშვნელოვანია ოთხფეხა მეგობრებზე ზრუნვა.
ამ დღის მნიშვნელობას განსაკუთრებული ემოცია შესძინა მე-6 კლასის მოსწავლის, ნენე ჭიჭინაძის, შემოქმედებითმა ნამუშევარმა. ნენემ ნოდარ დუმბაძის მოთხრობის „ჰელადოს“ ერთ-ერთი ეპიზოდის მიხედვით ნახატი შექმნა და მას ტექსტიდან შერჩეული დიალოგიც დაურთო.
ნენეს ნახატი კიდევ ერთხელ გვახსენებს მთავარ სათქმელს: ცხოველი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, ღირსეული ადამიანი ოჯახის ერთგულ მეგობარს ქუჩაში არასდროს ტოვებს.
იხილეთ ფოტოები: